9 000 თანამშრომლიდან რამდენს აქვს 1 000 ლარზე ნაკლები ხელფასი? - bbcnews.ge

9 000 თანამშრომლიდან რამდენს აქვს 1 000 ლარზე ნაკლები ხელფასი?

16.03.2026

ფას­დაკ­ლე­ბის სიღ­რმეც, ინ­ტენ­სი­ვო­ბაც, რა წილი გა­ი­ყი­დე­ბა ფას­დაკ­ლე­ბებ­ში და იქ­ნე­ბა თუ არა თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბი, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია პრო­დუქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, – ამის შე­სა­ხებ “ნი­კო­რა ტრე­ი­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, თე­მურ ალექ­სან­დრი­ამ სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და საწ­ვა­ვის ფას­წარ­მოქ­მნის სტრუქ­ტუ­რის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ფას­დაკ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ ხში­რად სო­ცი­ა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ბალ ფა­სა­დაც იყი­დე­ბა, რად­გან მომ­ხმა­რებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რი წვდო­მა ჰქონ­დეთ პრო­დუქ­ტებ­ზე.

ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბი ისე იგეგ­მე­ბა, რომ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თვის სამ­ყო­ფი კა­ლა­თა ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად იქ­ნას შე­ძე­ნი­ლი. ჯგუფ­დე­ბა ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი და ასე შემ­დეგ. ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ა­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის გარ­კვე­უ­ლი აქ­ცია არის“, – გა­ნა­ცხა­და თე­მურ ალექ­სან­დრი­ამ.

კო­მი­სი­ა­ზე მას და­უს­ვეს შე­კი­თხვა: “9 000 თა­ნამ­შრომ­ლი­დან რამ­დენს აქვს 1 000 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი?” – რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ თბი­ლის­ში სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლებს არ აქვთ 1000 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი, თუმ­ცა რე­გი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლოა იყოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი. კო­მი­სი­ა­ზე და­ა­ზუს­ტეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი “ნი­კო­რა ტრე­ი­დის” ქსელ­ში 1400 ლა­რია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი