დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება - bbcnews.ge

დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი… – ექიმის გაფრთხილება

14.03.2026

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ღამით ნერწყვდენა საყურადღებო სიმპტომი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

მისი თქმით, თუ დილით გაღვიძებისას ამჩნევთ, რომ ბალიში, რომელზეც გეძინათ, ნერწყვით არის დასველებული, ეს ნიშანი არ უნდა დააიგნოროთ. მსგავსი მდგომარეობა ხშირად უკავშირდება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს — მდგომარეობას, როდესაც კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოდის.

ექიმის განმარტებით, ნორმალურ პირობებში კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან საერთოდ არ უნდა ამოდიოდეს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით და იშვიათად. თუმცა რეფლუქსის დროს მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ხვდება საყლაპავში.

როგორც გიორგი ღოღობერიძე ამბობს, როდესაც კუჭის მჟავა საყლაპავში აღწევს, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს შესაბამის სიგნალს აწვდიან. ამის შედეგად აქტიურდება ცდომილი ნერვი, რომელიც სანერწყვე ჯირკვლებს, განსაკუთრებით კი ყბისქვეშა ჯირკვალს, ააქტიურებს. შედეგად პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა, რაც შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს და ადამიანს ძილის დროს ნერწყვი გადმოსდიოდეს.

ექიმი ურჩევს ყველას, ვინც მსგავს სიმპტომს ამჩნევს, ყურადღებით დააკვირდეს საკუთარ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართოს.

@giorgighoghoberid7

♬ original sound – ექიმი გიორგი ღოღობერიძე
რეკლამა
რეკლამის ადგილი