ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მეუღლის თვალწინ სასტიკად მოკლეს

სასტიკი მკვლელობა მოხდა დუშეთში რამდენიმე დღის წინ. მეუღლის თვალწინ მოკლეს 42 წლის მიშა ჩოხელი. მკვლელობა 10 მარტს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
ცნობილია, რომ ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. განაგრძეთ კითხვა