“მათთვის, ვისაც ვძულვარ… თუ გინდა, ჩემნაირი იყო, უნდა დაქორწინდე 17 წლის, სიყვარულით გააჩინო 4 შვილი” – თაკო ტაბატაძე საზოგადოებას მიმართავს

“მათთვის, ვისაც ვძულვარ და მაინც მბაძავენ: მე ჩემსას ვაკეთებ და თქვენც თქვენსას, კარგი? არავის უნდა ჩემი “ტემუ” ვერსია…
პირველი, არავინ არის ჩემნაირი. თუ გინდა, რომ ახლოსაც კი მოხვიდე ჩემთან, ბიზნეს სკოლაში უნდა ისწავლო – ჯერ ბაკალავრის ხარისხის მფლობელი გახდე, შეხვდე შენი შვილების მამას, დაქორწინდე 17 წლის ასაკში, სიყვარულით გააჩინო 4 შვილი, დაბრუნდე ბიზნეს სკოლაში და გახდე მაგისტრი, შემდეგ დაშორდე ქმარს, გააგრძელო ცხოვრება მარტომ ოთხ შვილთან ერთად. შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარო და გახდე მსახიობი, შეასრულო მთავარი როლი შენი ოცნების რეჟისორის ფილმში, შემდეგ გახდე დრამის ფაკულტეტის მაგისტრი. შემდეგ შეგიყვარდეს, გახდე საჯარო ბულინგის მსხვერპლი, შემდეგ ნარცისული ტრავმული კავშირისგან თავი დააღწიო, შემდეგ გაყიდვების სპეციალისტი გახდე, დაიწყო ფიტნეს მოდელობა, გააგრძელო სამსახიობო კარიერა და დამოუკიდებელი ცხოვრება”, – წერს მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.