რა გახდა მშობიარობიდან 2 კვირაში 20 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი? – კლინიკა “ბომონდი” განცხადებას ავრცელებს

კლინიკა “ბომონდი” 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
20 წლის ლიკა ტალახაძემ 2 კვირის წინ საკეისრო კვეთით სენაკში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
“კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
“კლინიკა ბომონდი” პაციენტის ოჯახს უსამძიმრებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.