„2 კვირის წინ შეეძინა შვილი… ჩვენო ფერადო ანგელოზო რატომ დაგვადუმე ლიკუ…“ – ქუთაისში 20 წლის გოგო მშობიარობიდან ორ კვირაში გარდაიცვალა

ქუთაისში, მშობიარობის შემდგომი გართულებით, ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლში გაწერიდან, რამდენიმე დღეში დამძიმდა. რის შემდეგაც პაციენტი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს, სამწუხაროდ, ექიმებმა ახალგაზრდა დედის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარეობს გარდაცვლილის ექსპერტიზა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.