„შეყვარებულს დავშორდი“…„ასე დიდი ხანია არ მიცინია“ – სოფო ნიჟარაძე ალისას სახალისო კადრებს გვიზიარებს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე თავისი გოგონას, ალისა სააკაშვილის სახალისო კადრებს გვიზიარებს.
როგორც ვიდეოში ალისა ამბობს, შეყვარებულს დაშორდა, რადგან ის ყველას ეჩხუბებოდა.
„ვუთხარი, შენ ჩემი შეყვარებული ხარ მეთქი. ახლა დიდი რომ ვარ დავშორდი. დაშორება ნიშნავს, ადამიანს რომ მოეშვები და აღარ ხარ მასთან ერთად. შეყვარებული აღარ ვარ. დავშორდი რადგან ყველას ეჩხუბებოდა. ვნახოთ როგორ მოიქცევა. თუ ცუდად, მაშინ დავშორდები ისევ“, – საუბრობს ალისა.