“შეუძლებელი იყო უარის თქმა და მეუღლის იმედგაცრუება…” – “პარიზელი ქართველის” გზა PSG-მდე: ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ Le Parisien-თან

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩისთვის ემზადება, სადაც მისი “პარი სენ-ჟერმენი“ “ჩელსის“ დაუპირისპირდება. გუნდის მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა, გასულ წელს მოპოვებული ევროპული ტიტულის დაცვა და წინა სეზონის წარმატების გამეორებაა.
ქართველმა გარემარბმა, რომელიც პარიზული კლუბის საკვანძო მოთამაშეა, ვრცლად ისაუბრა გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში. მან განიხილა მარადონასთან შედარებები, “ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი და მისი გამოცდილება საფრანგეთის დედაქალაქში.
ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ Le Parisien-თან
შედარება მარადონასთან
ინტერვიუს დასაწყისშივე კვარაცხელია დაუბრუნდა იმ შედარებებს, რომლებიც ნეაპოლში ყოფნისას, სკუდეტოს მოგების ფონზე გაჩნდა:
– ნეაპოლში მეუბნებოდნენ, რომ ჯორჯ ბესტს ვგავდი. ის განსაკუთრებული მოთამაშე იყო, ერთ-ერთი საუკეთესო. ალბათ, კიდევ უფრო დიდი ფეხბურთელი იქნებოდა, მისი ცხოვრება ასეთი რთული რომ არ ყოფილიყო… თუმცა ვაღიარებ, მომწონს ამ ტიპის შედარებები. მარადონასთან შედარება, რა თქმა უნდა, დიდი ტვირთია. მას ვერავინ შეედრება. მაგრამ როდესაც გულშემატკივრები „კვარადონას“ მეძახდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს აჩვენებდა, თუ როგორ ვუყვარდი მათ. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვამაყობდი.
PSG- ში გავაცნობიერე, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვარპარიზი, როგორ განვითარება
– პარიზში ყოფნისას ბევრად გავიზარდე და მოედანზე „მეომარი“ გავხდი. ყოველთვის ვცდილობ 100%-ით დავიხარჯო, თუნდაც დაცვაში. „ნაპოლიში“ ამას ასე ხშირად არ ვაკეთებდი, მწვრთნელი კი დამეხმარა, რომ ამ კუთხით ძალიან გავუმჯობესებულიყავი.
„ისტორიის მწერალი“
კვარაცხელიამ ისტორია დაწერა როგორც „ნაპოლიში“, ისე „პარი სენ-ჟერმენში“:
– ძალიან იღბლიანი ვარ. „ნაპოლის“ წლების განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული ჩემპიონობა და ჩვენ ეს შევძელით, სანამ კლუბს დავტოვებდი. იგივე მოხდა „პსჟ“-ში ჩემპიონთა ლიგაზე. საქართველოში ვამბობთ: თუ ოთახში მარჯვენა ფეხით შეხვალ, ბედნიერება გეწვევაო. ასე რომ, პარიზშიც მარჯვენა ფეხით შემოვედი.განაგრძეთ კითხვა…