გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა

გოგიტა კიკნაძის სახელობის სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მოსწავლეების, გიგი და ბარბარე ლაშხიების დედის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებთ…“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ქალის დაღუპვის მიზეზი.