ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 11 ლარით გაძვირდა – რა ღირს ოქრო მსოფლიო ბირჟებზე

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 86.77 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.98%-ით შემცირებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ერთ დღიან ინტერვალში ერთი გრამი ე.წ. ბაჯაღლოს ფასმა 11 ლარით მოიმატა. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 473 ლარი გახდა, 750-სინჯიანი – 355 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქრო 276 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.59 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.87 ლარად არის შესაძლებელი.
წყარო: BPN.GE