“მარომ თქვა, მე შევუვარდიო, წარმოდგენაც არ მინდა მძღოლი რა დღეში იქნებოდა” – როგორია გარდაცვლილი “ტიკტოკერი” მარის დედის მდგომარეობა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა

” მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც არ მიატოვეთ.
წარმოდგენაც არ მინდა მძღოლი რა დღეში იქნებოდა, როგორ შეშინდებოდა. თურმე, წუთს არ მიუტოვებია. მარომ თქვა მე შეუვარდიო” – წერს დინა ნაწიფაშვილი.
ცნობისთვის, “ტიკტოკერი” მარის დედა თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა .
შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.