“მეზობელთან წერილი დატოვა” – ახალი დეტალები თბილისში მომხდარ ამბავზე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა; შვილი დედის ცხედარს 2 წლის განმავლობაში ბინაში ინახავდა - bbcnews.ge

“მეზობელთან წერილი დატოვა” – ახალი დეტალები თბილისში მომხდარ ამბავზე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა; შვილი დედის ცხედარს 2 წლის განმავლობაში ბინაში ინახავდა

09.03.2026

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დედის ცხედარს თითქმის ორი წლის განმავლობაში ბინაში მალავდა.

ამბავი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც მამაკაციც გარდაიცვალა. ბინის დასალაგებლად მისული ახლობლები დაუჯერებელი რეალობის მომსწრენი გახდნენ. 84 წლის ქალის ცხედარი ზეწრებში გახვეული აღმოაჩინეს.

როგორც მეზობლები პალიტრავიდოსთან საუბარში აცხადებენ, 84 წლის ნანული ნატროშვილი ექიმი იყო. ის ერთ-ერთი კლინიკაში, დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მათივე თქმით, დედის გამოსაჯანმრთელებლად ერთადერთმა შვილმა ყველაფერი გააკეთა, მომხდარის ახსნა თავდაც უჭირთ და მათთვისაც დაუჯერებელია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი