“რამდენს ბედავენ…” – საქართველოში რუსი ტურისტების მიერ გადაღებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“ყველგან არის საქართველოს და ევროკავშირის დროშები, მაგრამ სამწუხაროდ, რუსული დროშა არსად არ არის. ეს სწორი არ არის. თბილისი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ჩვენ ნოვგოროდი გვიყვარს” – ამბობენ რუსი ტურისტები ვიდეოში, რომელსაც მოძრაობა “ჩემი ქალაქი” მკლავს ავრცელებს.
ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
“ყველაზე უთავმოყვარეო ერი…
პრეტენზია რომ აქვთ თან და წყენა…
არც არასოდეს იფრიალებს თქვენი დროშა ჩვენს ქვეყანაში თქვე მკვლელებო არაადამიანებო…
რამდენს ბედავენ…
საერთოდ არ უნდა არსებობდეს რუსეთის დროშა, საქართველოში კი არა…
რუსული დროშები აფრიალეთ რუსეთში…
რატომ უნდა ფრიალებდეს თქვე ნაგლებო, მტრის და ოკუპანტის დროშა საქართველოში?! ტვინი არ გყოფნით მეტს რომ მიხვდეთ და კიდევ ვიდეოებს წერთ და აქვეყნებთ” – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.