"ჰოდა, ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც ესაა" - ინგა გრიგოლიას გულწრფელი აღიარება - bbcnews.ge

“ჰოდა, ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც ესაა” – ინგა გრიგოლიას გულწრფელი აღიარება

06.03.2026

ინგა გრიგოლიამ ეკა ჩხეიძის გადაცემაში “პირველი სტუდია” სტუმრობისას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, წლების მატებაზე, პირად სივრცესა და ოჯახზე. 

  • ცხოვრების მთავარ ამბავზე 

“გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია”, – აი, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. რით უნდა გავახსენდე მაყურებელს?! – ამბავი, რომელიც ვერასდროს მოვიშორე ისაა, რომ როცა გადაცემას ვხსნიდი, ჯერ უნდა მეთქვა ყველაზე  მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შემდეგ წარმედგინა ჩემი თავი. აი, მაგალითად: მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მთავარი როლი შეასრულა სპექტაკლში – გამარჯობა, მე ვარ ინგა გრიგოლია…

მე არ შემიძლია გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა – ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიზარდა, გაიზარდა და ისე გამოვიდა, რომ გამარჯობას გადაცემის ბოლოს ვამბობდი. დღეს ხომ ასე აღარ მიმყავს გადაცემა, მაგრამ ახალ ადამიანებს როცა ვხვდები, ისევ ამას მახსენებენ – რა მაგარია, გამარჯობას ბოლოს რომ ამბობდიო. ჰოდა, ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც ესაა – გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია”.

  • თავისუფლებაზე 

“თავისუფლებაც ის არის, რა გზაც გავიარე. ჩემი თავისუფლებისთვის ვიბრძოდი ყოველთვის. თუ სადმე რაიმე პრობლემა შემქმნია, სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება, ვერ ვიტან ადამიანებს, ვინც თავისუფლებას მიზღუდავენ ან სხვას აიძულებენ, რომ იფიქრონ ისე, როგორც თავად ფიქრობენ. თავისუფლებაა აზრის, მოქმედების თავისუფლება. სულ ამისთვის ვიბრძოდი, პროფესიაშიც თუ რამე დაბრკოლება მქონია, ამის გამო. მე ვარ თავისუფალი ადამიანი და სხვის თავისუფლებასაც ვცემ პატივს”

  • ბედნიერებაზე

“ბედნიერება ჩემთვის არის ის მდგომარეობა, რომელშიც ვარ ახლა. მე, მიუხედავად ამ ომების, ბრძოლებისა და დაღლის მიუხედავად, ჩემმა პროფესიამ გამაბედნიერა. ძალიან მიყვარს და ისეთი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს გზა გამატარა. ბედნიერებაა, როცა ოჯახი გყავს – შვილი, შვილიშვილი. ყველაფერი მაქვს, რომ ვიყო ბედნიერი. ზოგჯერ ახლობლების წრეში ვწუწუნებ ხოლმე და რამდენჯერაც ასე ხდება, ჩემი და მაჩუმებს, ღმერთმა ყველაფერი მოგცა და ნუ წუწუნებო”. 

  • დროსა და წლებზე 

“ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაში წლებმა ბევრი ვერაფერი შეცვლა. დღესაც ისევ ისე ვნერვიულობ ეთერში შესვლამდე – სულ პირჯვარს ვიწერ. დღემდე ვერ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობებს, ვერ დავძლიე მღელვარება. 

ადრე ძალიან ბობოქარი ვიყავი, ალბათ, ასაკმა მოიტანა, რომ ახლა სრულად ვაკონტროლებ ემოციებს. ვეღარ წარმომიდგენია, რომ პირადი ურთიერთობების გამო ღამე გავათენო, ყოფილა ადრე ასეთი შემთხვევები. ახლა მომწონს ეს დაღვინებული ხასიათი, ვიცი, რა მინდა ცხოვრებისგან, როგორი მინდა იყოს ჩემი ცხოვრება. ადრე სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, არასდროს საჭმელი არ მქონდა. ახლა ასე აღარ არის – უფრო მშვიდად ვცხოვრობ.

კითხვის გაგრძელება

რეკლამა
რეკლამის ადგილი