დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს - bbcnews.ge

დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს

06.03.2026

დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.

66 წლის ქალის ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეზობელს ხშირად სტუმრობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს კონფლიქტი მოუხდათ.

ქალის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი