ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
ცეცხლი ე.წ.“ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.
მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.