გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს - bbcnews.ge

გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

04.03.2026

ვაშლიჯვრის რაიონში, ქსელის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება დროებით 3500 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 მარტს, 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„გაცნობებთ, რომ ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 5 მარტის, 22:00 საათიდან 6 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ვაშლიჯვარის დასახლება – სარაჯიშვილის ქ. 1, სარაჯიშვილის ქ. 5ბ, მარშალ გელოვანის გამზ. 1-ში (აკაკი ბაქრაძის ქ. 7) მდებარე შპს ,,ემ კვადრატის პარკი”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, მარშალ გელოვანის გამზ. 4ა-ში (იასამნის ქ. 4) – შპს “დაკიდული ბაღები”-ს, იასამნის ქ. 6, იასამნის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,ინო დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, მარშალ გელოვანის გამზ. 4-ში (ყოფ. ინდუსტრიული კოლეჯის შენობა – ბროწეულის ქ. 41) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსის, ბროწეულის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,ჰოუმბერგი საბურთალო”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ბროწეულის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,იბერია ალიანსი”-ს საცხ. კორპუსის, ბროწეულის ქ. 3-ში მდებარე შპს „ზე კუბი დეველოპმენტის” საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ვასო გოძიაშვილის ქ. 67, V ჩიხი 13-ში (გოძიაშვილის ქ. 27ა) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მარშალ გელოვანის გამზირი – ავეჯის სახლის მიმდებარედ შპს “ეკომეტრი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სარაჯიშვილის ქ. 2-ში – მოქ. ნანული ცხვედიანს (აბ # 552659), ასევე, გელოვანის ქ. 36-ში – შპს “მია” (1003-ზე), მარშალ გელოვანის გამზირი – ავეჯის სახლის მიმდებარედ – შპს ,,მ ენდ დენტ” (რ-2800-ზე), მარშალ გელოვანის გამზ-ზე – მებაღეობა, მევენახეობის ინსტიტუტის მიმდებარედ, ვაშლიჯვრის, ბროწეულის, გაბაშვილის, გოძიაშვილის, ვასო გოძიაშვილის III შესახვევის, აკაკი კვანტალიანის, ირაკლი ფარჯიანის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია”, შპს ,,აგროჰაბი”, პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი”, შპს ,,იუბიეს ჯოინთ კომპანი”, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, შპს ,,დელეკატესი”, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს ,,ბრიკო კავკასუსი” (ბრიკორამა), შპს ,,ავტოაუქციონი”, შპს ,,სინერჯი ქონსთრაქშინ”, შპს ,,აი სი ემ ჯი”, შპს ,,ბიპი ტრეიდი”, შპს ,,GVMT GROUP”, შპს ,,ელბა ექსპორტი”, შპს ,,ვტნ WTN”, შპს ,,ოქსი ენტერფრაისის”, შპს ,,ანაბეჭდი”, შპს ,,2016″, შპს ,,კუბიკონი”, შპს ,,ეიჩ-ეს-ეს”, შპს ,,ფენიქსი”, შპს ,,ლამა 1″, შპს ,,Bolero & Company”-ს და სხვა. და სხვა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 995 32 240400. სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკლამა
რეკლამის ადგილი