უმელი კუსტარულად თვითონ დაამონტაჟა… ცნობილი გახდა ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც გაზის აფეთქებას ემსხვერპლა

გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი კაცი, 42 წლის ლევან მელიქიშვილია. უბედური შემთხვევა 27 თებერვალს, დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
ლევან მელიქიშვილმა საცხოვრებელ ბინაში კუსტარულად დაამონტაჟა ღუმელი, რამაც აფეთქება გამოიწვია. დაზარალებული კატასტროფის სამსახურის ჯგუფმა რაიონული კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გაზის კომპანიის ხელმძღვანელის, თემურ გოგილაშვილის ინფორმაციით, კომპანიისათვის ფაქტის შესახებ ცნობილი მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ გახდა.
მთავარი ამბები კახეთიდან