რა მოხდა ქუვეითში, როცა ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები დაინახეს

ქუვეითში გუშინ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოვარდა. ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები უვნებლად გადარჩნენ.
“დილით რამდენიმე ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მფრინავები უვნებლად გადარჩნენ და ჯანმრთელობის შემოწმებისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი აშშ-სთან თანამშრომლობენ და შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც ქუვეითში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის პილოტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების პირველ შეხვედრას ასახავს.
პილოტმა საფრენი აპარატი პარაშუტით დატოვა, თუმცა მიწაზე დაშვების შემდეგ მას აგრესიულად განწყობილი მამაკაცთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც მფრინავი, სავარაუდოდ, ირანელად ჩათვალეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მფრინავს მამაკაცთა ჯგუფი და ერთ-ერთს კი ხელში მეტალის მილი უჭირავს. განაგრძეთ კითხვა