„შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული, შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა და იმედი ცხოვრობს“ - სოფო ბედია დედაზე - bbcnews.ge

„შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული, შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა და იმედი ცხოვრობს“ – სოფო ბედია დედაზე

03.03.2026

დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დედამისზე და შვილებზე საუბრობს:

„გილოცავ დედა დედის დღეს 🌷 შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული.

შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა და იმედი ცხოვრობს. უფალმა დაგლოცოს, გაგაძლიეროს და სიხარულით აგავსოს მუდამ♥️

მადლობა, ჩემს საოცარ შვილებს, ნიკას და ანდრიას, რომ ყველაზე ძვირფასი სტატუსი – დედობა მაჩუქეს🙏♥️

მადლობა უფალს თქვენთვის! მიყვარხართ“, – წერს სოფო ბედია

რეკლამა
რეკლამის ადგილი