კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მძღოლებს შეეხება  - bbcnews.ge

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მძღოლებს შეეხება 

03.03.2026

საგ­ზაო ნიშ­ნებს ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი – „გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია სა­ხან­ძრო ჰიდ­რან­ტთან“ და­ე­მა­ტე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა მძღო­ლის 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ეს ერთ-ერ­თია იმ ცვლი­ლე­ბა­თა შო­რის, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და ასე­ვე, „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე არ­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. ამას­თან, მე­ო­რე მოს­მე­ნით სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვი­სას გარ­კვე­უ­ლი მუხ­ლე­ბი და­კო­რექ­ტირ­და და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა (გარ­და იმ გზი­სა, რო­მელ­ზე­დაც ტრან­ზი­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია), თუ სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი არ არის, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრო­ტუ­არ­ზე მოძ­რა­ო­ბა – 200 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის „გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია“ ან „დგო­მა აკ­რძა­ლუ­ლია“ მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა, ასე­ვე დგო­მა-გა­ჩე­რე­ბის წე­სე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, მცხე­თა­ში, რუს­თავ­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ოზურ­გეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე გა­მო­იწ­ვევს 50 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა M3, N2, N3 ან T კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ასე­ვე 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

გარ­და ამი­სა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრო­ტუ­არ­ზე ან ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლელ­ზე დგო­მა-გა­ჩე­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრე­ბის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცირ­და. კერ­ძოდ, ეს ქმე­დე­ბა თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, მცხე­თა­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში, თე­ლავ­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ოზურ­გეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ყვე­ლა სხვა ქა­ლაქ­ში ჯა­რი­მა 10 ლა­რის ოდე­ნო­ბით იქ­ნე­ბა.

მე­ო­რე მოს­მე­ნის ფარ­გლებ­ში კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა სა­ერ­თო ნა­კა­დის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ ზოლ­ში (BUS LANE) სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გარ­და, სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა, გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა გა­მო­იწ­ვევს 200 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას. ასე­ვე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გან­ზრახ მო­ცუ­რე­ბა/მოს­რი­ა­ლე­ბა ან მო­ცუ­რე­ბით წრი­უ­ლი ბრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (დრიფ­ტი), რო­მელ­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო ან სხვა ნა­გე­ბო­ბის, სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, გა­მო­იწ­ვევს 500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის 6 თვით შე­ჩე­რე­ბას.

რეკლამა
რეკლამის ადგილი