ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს გლოვობენ

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა.
კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა.მანამდე კი ახმეტაში აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში საქმიანობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
მეგობრების თქმით, დღეს მისი დაბადების დღეა, რაც მტკივნეულად სიმბოლური გარემოებაა მისი ახლობლებისთვის.
კოლეგები და აღსაზრდელების მშობლები, ნათია ჭიჭიაშვილს პასუხისმგებლობიან და ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულ პედაგოგად იხსენებენ და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.
წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან