"ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა" - ხატია წერეთელი - bbcnews.ge

“ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა” – ხატია წერეთელი

02.03.2026

“ციხემ ბევრი რამ მასწავლა, ნებისმიერ სიტუაციაში გადავრჩები…ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა”, – ამბობს ხატია წერეთელი “ნანუკას შოუს” გადაცემის ანონსში.

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი საპატიმროდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, ხატია წერეთელმა ბრალი აღიარა და გამოძებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხატია წერეთელს და კიდევ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.

შსს-მ მაშინ ფარულად გადაღებული კადრებიც გაავრცელა, რომელშიც ხატია წერეთელი ფიგურირებს.

ცნობისთვის, ხატია წერეთელი მომღერლის ფსევ­დო­ნი­მია, მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი კი ირმა კურ­ტა­ნი­ძეა.

რეკლამა
რეკლამის ადგილი