„ცაში გამოჩნდა რაკეტები და გავიგეთ ძლიერი აფეთქების ხმა...“ - რას ამბობს ქართველი, რომელიც დუბაიშია ჩარჩენილი - bbcnews.ge

„ცაში გამოჩნდა რაკეტები და გავიგეთ ძლიერი აფეთქების ხმა…“ – რას ამბობს ქართველი, რომელიც დუბაიშია ჩარჩენილი

01.03.2026

 ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ხანძარი დუბაიში, პალმის კუნძულებზე მდებარე სასტუმრო Fairmont-თან გაჩნდა.

დუბაიში, სადაც იერიშები მიმდინარეობს, იმყოფება ქართველი ინფლუენსერი, ვიქტორია მელნიჩუკი. სოციალურ ქსელში იგი ჰყვება, თუ რა მდგომარეობაა ახლა დუბაიში. 

„ამ წუთებში დუბაიში ვიმყოფებით და მინდა მოგიყვეთ რა ხდება აქ. დღეს შუადღისას, როდესაც პალმ ჯუმეირაზე ვიყავით, პირველად გავიგეთ რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა. ცაში გამოჩნდა რაკეტები და ხმები საკმაოდ ინტენსიური იყო. ამის შემდეგ, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში აფეთქებების ხმა პერიოდულად გრძელდებოდა და უსაფრთხოების მიზნით დავბრუნდით სასტუმროში. საღამოს სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. აფეთქებების რაოდენობა გაიზარდა და ერთ-ერთი რაკეტა დაეცა პალმ ჯუმეირას სასტუმროს.

წესით ხვალ დაგეგმილი გვქონდა ფრენა თბილისის მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია შედგება თუ არა რეისი. ამ დროისთვის ვრჩებით უსაფრთხო ადგილას და ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას“, – ამბობს ვიქტორია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი