ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის პოლიციელი კლინიკაში გარდაიცვალა

ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის პოლიციელი, დავით გვაზავა კლინიკაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა სამართალდამცველი 20 თებერვალს მომხდარი მძიმე ავტოავარიის შემდეგ, სიცოცხლისთვის 6 დღის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა მიყენებული დაზიანებები ფატალური აღმოჩნდა.
დაღუპულ ახალგაზრდას ახლობლები, სოციალურ ქსელში, ემოციურად ემშვიდობებიან.
„ძმაო დათუნა…
გული მომიკალი… როგორ მეგონა, რომ გადარჩებოდი, ისევ მაგრად დადგებოდი და ეს ტკივილიანი 6 დღე თავის შედეგს გამოიღებდა. იმედით ვიყავით ბოლომდე და ეგ იმედი დღეს დიდ ტკივილად გვექცა.ძალიან დაგვწყვიტე გული, ძმაო… სიტყვები არ მყოფნის ეს გრძნობა რომ ავხსნა. ისეთი სიცარიელეა უშენოდ, რომელსაც ვერაფერი შეავსებს.მშვიდად განისვენე, ძმაო… მუდამ ჩვენს გულებში იქნები, როგორც ნამდვილი ადამიანი“, – წერენ სოციალურ ქსელში.