ცნობილია ირანზე თავდასხმების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა

ცნობილია ირანზე თავდასხმების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა – ინფორმაციას ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.
აღნიშნულია, რომ თავდასხმების შედეგად მინიმუმ 201 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 747 ადამიანი დაშავდა.
ირანული მაშველების ცნობით სარაკეტო დარტყმები ქვეყნის 24 პროვინციაში განხორციელდა.