მე არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს, თავს იკლავდა არ მინდაო, სრულიად საქართველო ურეკავდა, ეს გოგო სახლში არ შეუშვაო

ტელეწამყვან ხატია სიჭინავასა და სპორტსმენ რამაზ ნოზაძის ოჯახი უკვე 15 წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წყვილს 4 შვილი ჰყავს. დედამთილთან ურთიერთობაზე ჟურნალისტმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა და თქვა, რომ იგი რძლად არ უნდოდა:
„მე არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს, სერიოზული დაძაბულობა იყო. ჩემი დედამთილი წინა თაობის წარმომადგენელია. მაგ დროს მე ტელევიზიაში ვმუშაობდი. სრულიად საქართველო ურეკავდა, ეს გოგო სახლში არ შეუშვაო. ენები მაინც მოქმედებს. თავს იკლავდა არ მინდაო. იმ დროს არჩევანი გააკეთა ჩემ ქმარმა და შევქმენით ოჯახი, ეს მისი ერთპიროვნული არჩევანი. მერე ხიდის აშენება მე დავიწყე, არ დავტოვე ცივად, შემეძლო, მაგრამ არ დავტოვე.
პირველი წინადადება ჩემი იყო, თქვენ შემირიგდით და მიმიღეთ იმიტომ, რომ გიყვართ თქვენი შვილი და მეც მიგიღეთ იმიტომ, რომ მიყვარს თქვენი შვილი. დედას ვერ შეცვლის ცოლი, არ მინდოდა ამ არჩევანის გამო მის ცხოვრებაში „შავი ლაქა“ დარჩენილიყო, ამიტომ ლონდონის ხიდი ავაშენე“, – ამბობს ხატია სიჭინავა.