ავსტრიაში წყვილი 43 წლის განმავლობაში 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. ამის გამო, მამაკაცმა და ქალმა სახელმწიფოსგან 326 ათასი ევროს მიღება შეძლეს, იუწყება Metro.
დაქორწინების და განქორწინებების დაუსრულებელი ციკლი იწყება 1982 წლიდან, როდესაც წყვილი პირველად დაქორწინდა. ქალისთვის ეს მეორე ქორწინება იყო: პირველი ქმარი ერთი წლით ადრე დაიღუპა. მეორე ქმარი მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო და სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.
ექვსი წლის შემდეგ, ქალი მას გაშორდა, ურთიერთობაში ქმრისგან მიყენებული “გამოუსწორებელი ზიანის” მოტივით. თუმცა, როდესაც განქორწინება დამტკიცდა, იგი კვლავ დაქორწინდა იმავე კაცზე. მას შემდეგ, კაცი და ქალი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ქორწინდებოდნენ და შორდებოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, არც არასოდეს ჩხუბობდნენ და განქორწინების შემდეგაც არ შორდებოდნენ.
ყოველი ქორწილის შემდეგ, ქალბატონი, რომელიც ახლა 73 წლისაა, სახელმწიფოსგან 27 ათას ევროს იღებდა, რაც, ავსტრიის კანონმდებლობით, ახალდაქორწინებულს ეკუთვნით. საპენსიო ფონდმა გადახდაზე მხოლოდ მე-12-ჯერ თქვა უარი.
სასამართლოში თანხის მიღების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2024 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი და დაადგინა, რომ ტაქტიკა, რომელიც წყვილმა გამოიყენა კომპენსაციის მისაღებად, გამოიყენა კანონებში არსებული ხარვეზი. ახლა მათ საქმიანობას სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. წყვილს შესაძლოა თაღლითობის ბრალდება წაუყენონ.
intermedia.ge