"გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა, და დამპირდა, მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში... ვალენტინობაზე მარტო წავიდა და დამტოვა, დამშორდა..." - მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზებზე - bbcnews.ge

“გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა, და დამპირდა, მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში… ვალენტინობაზე მარტო წავიდა და დამტოვა, დამშორდა…” – მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზებზე

26.02.2026

როგორც ცნობილია, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს – ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან, თითქმის 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

მარიმ ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. გამომწერების შეკითხვაზე, თუ რა იყო დაშორების მიზეზი, მარი პასუხობს:

– ასე ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ მე მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა, რომ მემკურნალა, და დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ წავიდოდით ერთად ვალენტინობაზე საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და სადღაც შუა გზაში, ალბათ, გიორგიმ ვეღარ გაუძლო ჩემს დეპრესიას, თუმცა სხვა მიზეზები მგონია მე, რაზეც ლაპარაკი არ მინდა… და ვალენტინობაზე მარტო წავიდა და მე დამტოვა. საერთოდ დამტოვა, დამშორდა. ეს იყო და ეს…

კითხვის გაგრძელება

რეკლამა
რეკლამის ადგილი