“3 წლის ბავშვს ბანაობის დროს მიადგა ჭრილობები” – ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებს აფრთხილებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 თვის დამონტაჟებული დუშ-კაბინა გაწევის დროს ნაწილებად დაიფშვნა.
“იმიტომ ვწერ ამ პოსტს რომ თქვენც არ მოგივიდეთ მსგავსი შემთხვევა და იყოთ ფრთხილად. 3 თვის დამონტაჟებულ დუშ-კაბინას გაწევის დროს დაემართა ასე. სრულიად ჩამოიფშვნა და 3 წლის ბავშვს ბანაობის დროს მიადგა ათეულობით მიკრო- ჭრილობები.
კომპანიაში დავრეკე და დაბლა დაეცემოდაო, აქეთ დამაბრალა. ან ძალით გატეხილიაო. ვესაუბრე ადვოკატს და ვაპირებ საჩივრის შეტანას”, – წერს დაზარალებული მოქალაქე.