ლიმდა იბრაგიმოვა, რომელმაც ქმრის ქორწილში იცეკვა, მეუღლეს დაშორდა - კაცი მეორე ცოლმაც მიატოვა: სასიყვარულო სამკუთხედის მორიგი სკანდალი - bbcnews.ge

ლიმდა იბრაგიმოვა, რომელმაც ქმრის ქორწილში იცეკვა, მეუღლეს დაშორდა – კაცი მეორე ცოლმაც მიატოვა: სასიყვარულო სამკუთხედის მორიგი სკანდალი

26.02.2026

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გროზ­ნო­ელ­მა ბლო­გერ­მა, ლიმ­და იბ­რა­გიმო­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია ერთი უც­ნა­უ­რი ვი­დე­ო­თი მი­ი­ზი­და – კად­რებ­ში ის სა­კუ­თა­რი ქმრის, იმ­რან ჟუ­ლა­გო­ვის ქორ­წილ­ში მხი­ა­რუ­ლად ცეკ­ვავ­და. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მისი ღი­მი­ლის მიღ­მა დიდი ტრა­გე­დია იმა­ლე­ბო­და. 2026 წლის 24 თე­ბერ­ვალს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლიმ­დამ სა­ბო­ლო­ოდ მი­ა­ტო­ვა ქმა­რი, გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კაცს და­შორ­და მე­ო­რე ცო­ლიც – ქალი, რომ­ლის ქორ­წილ­შიც ლიმ­დამ იცეკ­ვა.

“ეს არ იყო სი­ხა­რუ­ლის ცეკ­ვა“

ლიმ­და არ მა­ლავ­და, რომ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის ღა­ლა­ტის ატა­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მით უმე­ტეს, რომ ცოტა ხნის წინ მას მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ის ცდი­ლობ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ცუდი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, თუმ­ცა ახ­ლა­ხან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც მან­ქა­ნა­ში მწა­რედ ტი­რის.

  • ბლო­გერ­მა გან­მარ­ტა, რომ ის ცეკ­ვა მხო­ლოდ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ჩვე­ნე­ბა და ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბა იყო:

“ეს ვი­დეო მათ­თვი­საა, ვინც ამ­ბობ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვცეკ­ვავ­დი სა­კუ­თა­რი ქმრის ქორ­წილ­ში. კად­რე­ბი 2025 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის ღა­მე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი – მა­შინ, როცა მივ­ხვდი, რომ ეს სიზ­მა­რი არაა, რე­ა­ლო­ბაა. მთე­ლი ღამე ვი­ტი­რე, დი­ლით კი ავ­დე­ქი, მა­კი­ა­ჟი გა­ვი­კე­თე და ქორ­წილ­ში წა­ვე­დი. არა იმი­ტომ, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, არა­მედ იმი­ტომ, რომ სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ­დი.“

კითხვის გაგრძელება

რეკლამა
რეკლამის ადგილი