ცნობილია ქობულეთში მომხდარი უმძიმესი ავარიისას დაღუპულთა ვინაობა

ტრაგედია დატრიალდა ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულები მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე
“დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: “აჭარის ტელევიზია”