“ღმერთო, არ შევიშლებოდე, სიზმარში მგონია თავი” – რას წერს ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მმართველი პარტიის მიერ, განათლების სისტემაში ახალ რეფორმებს ეხმაურება და წერს:
“ასტროლინგვისტიკის ფაკულტეტზე უნდა მიიღონ წელს აბიტურიენტები, ანუ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაცია უნდა ვასწავლოთ ოც სტუდენტს წელიწადში! არადა, ადამიანების დიდ ნაწილს აგერ, დედამიწაზე მცხოვრებლებთან (და საერთოდ თანამემამულეებთან) კომუნიკაციის უნარები არ აქვთ განვითარებული და ჯერ ეგ რომ კარგად ვასწავლოთ, არ ჯობია?ისე კი მაინტერესებს, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე რომ გადავლენ, სხვა გალაქტიკების უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციას ისწავლიან?ღმერთო, არ შევიშლებოდე, სიზმარში მგონია თავი,” – წერს მაია ბუწაშვილი.