ცნობილია მოზარდების ვინაობა, რომლებიც გურჯაანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ - "საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა, ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა..." - bbcnews.ge

ცნობილია მოზარდების ვინაობა, რომლებიც გურჯაანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ – “საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა, ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა…”

22.02.2026

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21 თე­ბერ­ვალს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. “ჰონ­დას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ხუთი მო­ზარ­დი იჯდა, ამობ­რუნ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ავა­რი­ის დროს მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვარ­და ორი მო­ზარ­დი და ბავ­შვებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო სამ­მა მო­ზარ­დმა და ისი­ნი და­ი­ღუპ­ნენ.და­ღუ­პუ­ლია ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი, მე­რაბ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გვან­ცა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სო­ფელ მე­ლა­ან­ში სა­ღა­მოს, 10:00 სა­ათ­ზე მოხ­და. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, მაგ­რამ ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან მო­ზარ­დე­ბის გად­მოყ­ვა­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მო­ზარ­დე­ბი სო­ფელ­ში არ­სე­ბულ სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.“ეს ისე­თი უბე­დუ­რე­ბაა, როცა სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. გუ­შინ სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე დატ­რი­ალ­და და ყვე­ლა თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია. სა­ჭეს­თან 14 წლის ბავ­შვი, მე­რაბ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი იჯდა. ყო­ველ­თვის დაჰ­ყავ­და ხოლ­მე ამ ბავ­შვს მან­ქა­ნა, ხან ტრაქ­ტო­რი დაჰ­ყავ­და. ეს არ იყო მის­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. იქ რა მოხ­და, ვერ გე­ტყვით. სა­ვა­რა­უ­დოდ, სიჩ­ქა­რეა მი­ზე­ზი. ზე­მოთ სა­მე­ბის ეკ­ლე­სია გვაქვს და იქ წა­სუ­ლან ყვე­ლა­ნი ერ­თად. ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან და ერთი მე­ზო­ბე­ლი იყო, ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი. იქი­დან მო­დი­ოდ­ნენ თურ­მე, რო­გორც ჩანს, სა­ჭეს­თან მყოფ­მა მან­ქა­ნა ვე­ღარ და­ი­ჭი­რა, სის­წრა­ფით არის წა­მო­სუ­ლი მან­ქა­ნა, რა­ღა­ცას შე­ე­ჯა­ხა და მერე მან­ქა­ნა ამობ­რუნ­და.

მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, სულ ხუთ­ნი ის­ხდნენ, ორი გად­მო­ვარ­და, ბავ­შვებს ნეკ­ნე­ბი აქვთ დამ­ტვრე­უ­ლი და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი საბა, მე­რა­ბი და გვან­ცა და­ი­ღუპ­ნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. საბა და მე­რა­ბი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა გვან­ცა, მათი ბი­ძაშ­ვი­ლია, ის ქა­ლა­ქი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და ეს დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. გლო­ვაა სო­ფელ­ში, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა. განაგრძეთ კითხვა>>>

რეკლამა
რეკლამის ადგილი