"მთელი ბავშვობის ოცნება ამიხდა..." - რა ნატვრა აუსრულდა ნინი შერმადინს? - bbcnews.ge

“მთელი ბავშვობის ოცნება ამიხდა…” – რა ნატვრა აუსრულდა ნინი შერმადინს?

22.02.2026

სოციალურ ქსელში მომღერალმა ნინი შერმადინმა, მერაბ სეფაშვილთან ერთად ახალი კლიპის პრემიერა დააანონსა.

“დღეს მთელი ბავშვობის ოცნება ამიხდა, მერაბ სეფაშვილი იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მომღერალი, მისი ავტოგრაფი დღესაც მაქვს, ხოდა ცოცხალ ლეგენდასთან ჩავწერე დუეტი და ძალიან მალე იხილავთ ეკრანზე.

უდიდესი მადლობა ჩემს უნიჭიერეს მაიკო კაჭკაჭიშვილს ამ საოცარი სიმღერისთვის და ტექსტისთვის!

მიყვარხარ! განსაკუთრებული მადლობა მერაბს, ეს დღე არასდროს დამავიწყდება! მიყვარხართ!” – ნინი შერმადინი.

მომღერალმა გულშემატკივრებს გადასაღები მოედნიდან კადრებიც გაუზიარა.

„ძალიან მალე ახალი ვიდეოკლიპი მერაბ სეფაშვილთან ერთად! – წერს მომღერალი.

რეკლამა
რეკლამის ადგილი