საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე - bbcnews.ge

საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა… – რა არის ამ დროისთვის ცნობილი გურჯაანში მომხდარ ტრაგედიაზე

22.02.2026

გურჯაანში, სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა – მათი ბიძაშვილია.

სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ავტომანქანა უფროსებთან შეუთანხმებლად წაიყვანეს და ეკლესიაში წავიდნენ. საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, მანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი