„წვიმა, თოვლი, ქარი...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი - bbcnews.ge

„წვიმა, თოვლი, ქარი…“ – განახლებული ამინდის პროგნოზი

21.02.2026

22 თებერვალი – კვირა

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით  +5, +10°, დღისით  +16, +21°;  მთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -6, -1°,  დღისით +7, +12°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°,  ზოგან -2°-მდე,  დღისით +11, +16°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -8, -3°,  დღისით +1, +6°, ზოგან  +11°-მდე.

23 თებერვალი – ორშაბათი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში  თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°;  მაღალმთაში ღამით -6, -1°,  დღისით +2, +7°.

რეკლამა
რეკლამის ადგილი