“ქალებმა ვიცით, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო, იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის” – ანა ტყებუჩავა ცხოვრებასა და მიზნებზე

“თეატრალურში რომ ჩავაბარე, იცით, რა ვიგრძენი? არაფერი… ისეთი გადამწვარი ვიყავი გამოცდებისგან, ახალი და სტრესული გარემოსგან, რომ ვერც კი მივხდი, რა მოხდა. ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელთან ვიდექით რამდენიმე გოგო და გაოცებული ვიმეორებდით “სტუდენტები ვარt?!” აი, ასე მივიღე პირველი და, ალბათ, ყველაზე ძლიერი ოცნების ახდენა ჩემს ცხოვრებაში.
პირველი ოცნება 18 წლის ასაკში ამიხდა, თეატრალურში ჩავაბარე. მაშინ მეგონა, რომ ეს ბედნიერება აღარსად წავიდოდა. ოცნებები ხდება, მაგრამ ყოველდღიურობა ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, ამით ბოლომდე დავტკბეთ. იმიტომ, რომ ცხოვრება კინო არ არის, აქ სცენარს არავინ გვიწერს, ეს უფრო იმპროვიზაციაა. ქალებმა ვიცით, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო, იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის, ის პატარა მომენტებშიც იმალება. აი, გაჩერდი და გახედე იმ პატარა გოგოს, ხედავ რამხელა ბედნიერებაა? ოცნებები ხდება, თუმცა ცხოვრება ყოველდღიურობაა. გადაღებულია!” – ამბობს ანა ტყებუჩავა.