50 წლის ქალის საყინულეში ორი ახალშობილის ცხედარი იპოვეს – პოლიციამ ის უკვე დააკავა

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, 50 წლის ქალის საყინულეში ორი ახალშობილის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალმა, რომელსაც 3 სხვადასხვა მამაკაცისგან 9 შვილი ჰყავდა, დეკემბერში სახლი მოულოდნელად დატოვა. საცხოვრებელში მან თავისი 4 შვილი და მათი მამა დატოვა.
ერთ დღესაც ოჯახის წევრმა მაცივრის საყინულე გამოხსნა და იქ 2 ახალშობილის ცხედარი იპოვა. მათ მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.
ქალმა დანაშაული აღიარა. მისი თქმით, ის ოჯახისგან ორსულობის დასამალად დიდი ზომის ტანსაცმლით დადიოდა. მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილები პოლიეთილენის პარკში გაახვია და საყინულეში გაყინა. ქალს ზუსტად არ ახსოვდა თუ როდის იმშობიარა – სავარაუდო თარიღებად 2011 და 2018 წელი დაასახელა.
„ის ძალიან ტიროდა დაკითხვის დროს და ამბობდა, რომ ძალიან განიცდიდა იმას, რაც ბავშვებს გაუკეთა”, – ამბობს პოლიციის ოფიცერი.