“ყველაფერი მართალი ყოფილა – რასაც უყურებთ დღეს ამ არხზე, კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ამბებიც გაიხსნება” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოცილურ ქსელში წერს:
“ახლა რა საქმეებიც იხსნება, შეკვეთილი მკვლელობები, კორუფცია, მინისტრების სახლები, ხარჯები, ტელეკომპანია პირველი გიყვებოდათ ერთი წლის წინ.
რა ხდებოდა? არხზე თავდასხმა. მხოლოდ განცხადებებით კი არა, ფიზიკური თავდასხმები გამომძიებელ ჟურნალისტებზე.
რა ხდება დღეს? ყველაფერი მართალი ყოფილა. რასაც უყურებთ დღეს ამ არხზე, კარგად დაიმახსოვრეთ. ეს ამბებიც გაიხსნება,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.