მამაკაცი მერვე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა - bbcnews.ge

მამაკაცი მერვე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

16.02.2026

გორში, წმინდაწყლის უბანში, კაცი კორპუსის მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ქართლის ამბების ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულია 40 წლამდე ასაკის კაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი