არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ, ეს საფრთხეა თქვენი ორგანიზმისთვის – ექიმის გაფრთხილება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საუბრობს, რატომ არ შეიძლება მშიერზე ტკბილეულის მიღება:
ექიმი განმარატვს, რომ ტკბილეულში არსებული გლუკოზა პირდაპირ წვრილ ნაწლავში აღმოჩნდება. წვრილი ნაწლავი მას შეიწოვს და სისხლში რამდენიმე წუთში გლუკოზის რაოდენობა არანორმალურ პიკს მიაღწევს. იმდენი ინსულინი გამოიყოფა, რომ თუ სადმე სისხლში გლუკოზის მოლეკულას იპოვის, ეგრევე გადაამისამართებს, ერთი მხრივ, კუნთებისკენ, მეორე მხრივ, ცხიმოვანი ქსოვილისკენ. სწორედ ამიტომაცაა, რომ მერე ,,ღიპი“ გაიზრდება, მუცელზე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი გაგეზრდებათ.
მთელი დღის განმავლობაში ტკბილეულზე დამოკიდებული იქნებით. ამიტომაცაა, რომ წონაში იმატებთ და იმატებთ. ღიპი გეზრდებათ, წნევაც გეზრდებათ, ინსულინზე რეზისტენტობაც გივითარდებათ, შაქრიანი დიაბეტი და მერე უკვე წამლებზე ხდებით დამოკიდებული
.