საბერძნეთში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
49 წლის ნატალია უძილაური ქალაქ ახმეტის მკვიდრია და ბოლო წლებში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს თირკმელებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რასაც სეფსისი მოჰყვა.
უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა ავადმყოფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ოჯახმა ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები უკვე დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე მათ საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საჭირო დოკუმენტაციისა და ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის უკვე მიმართეს.