“ძალიან მენატრება, მაგრამ დაბრუნება არ მინდა” – გვანცა დარასელია ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ საკუთარ YouTube არხზე გულახდილად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც მის ცხოვრებაში ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. რვა წელია, რაც ის ოჯახთან ერთად თბილისის გარეთ, მცხეთაში გადავიდა საცხოვრებლად.
“ყველაზე დიდ დროს სახლში ვატარებ, უფრო სწორად, სახლში მიყვარს ყოფნა. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, ახლა ამას მცხეთიდან რა გამოიყვანსო. მიჭირდა მცხეთიდან სიარული, მაგრამ მიჩვეული ვარ და ახლა აღარ მიჭირს. რვა წელია, რაც თბილისში აღარ ვცხოვრობთ. სამზარეულო არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ.
ჩემი დილა იწყება წყლით, აუცილებლად ვსვამ ერთ ფინჯან წყალს. ამის შემდეგ ვსაუზმობ და დღეში ერთ ფინჯან ყავას ვსვამ”, – ამბობს გვანცა
გვანცა დარასელიამ საუბრისას აღიარა, რომ ტელევიზია ძალიან ენატრება, თუმცა ამ ეტაპზე დაბრუნებას არ გეგმავს. მისი თქმით, ტელევიზიაში კვლავ რჩება ის პრობლემური საკითხები, რის გამოც წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“ძალიან მენატრება ტელევიზია, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდა დაბრუნება. ჯერ კიდევ რჩება ის ყველაფერი პრობლემად, რის გამოც წამოვედი და რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ მონატრებას ჩემი საქმით აბსოლუტურად ვივსებ, რადგან ამ პოდკასტის კეთებით საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. ტელევიზიაში თუ ერთ ადგილს ვტკეპნიდი, აქ ახალ რაღაცებს ვაკეთებ. ადამიანის მოვალეობაა, სულ წინ იაროს,” – ამბობს გვანცა.