„მძიმე ავტოკატასტროფაში მოვყევი, კატასტროფული დაზიანებები მივიღე, 18 ნაკერი მადევს და აწყობილი ვარ მთლიანად…“ – რას ჰყვება მსახიობი თაკო აბაშიძე?

მსახიობმა თაკო აბაშიძემ ინტერვიუში მისი მშობლების შესახებ ისაუბრა. თაკოს მშობლები კორონავირუსის პანდემიის დროს ალცაიმერი დაემართათ. მათ ეს თითქმის ერთდროულად დაემართათ, მამას მოგვიანებით ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა. ალცაიმერით დაავადებულ დედას მსახიობი ახლა ძმასთან, რძალთან, შვილთან და ძმისშვილებთან ერთად ყურადღებას არ აკლებს. გარდა ამისა, “პრაიმტაიმთან” საუბრისას მან იმ ავარიაზე ისაუბრა, რამაც უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
„დედას და მამას ერთად დაეწყოთ ალცაიმერი. კორონავირუსის პანდემიის დროს, მამამ დაკარგა ბიზნესი და როდესაც მის ექიმებთან გავარკვიეთ, მისი ფარული და ღრმა დეპრესია სწორედ ამან მოიტანა. იყვნენ ერთად და გადასდეს ერთმანეთს. ექიმი მეუბნებოდა სავარაუდოდ მათ ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და თითქმის ერთდროულად ამიტომაც დაემართათ ეს დაავადებაო.
ორივეს ერთდროულად დაეწყო დემენცია. შემდეგ მამას ინსულტი დაერთო და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
დედა რაღაც მომენტებს აღიქვამს, რაღაც მომენტებს არა. ხშირად ვამბობ, კარგია რომ დედას აქვს დემენცია როცა მამა აღარ ჰყავს გვერდით. ის იყო განებივრებული ქალი, რომლის ყველა ხუშტურს ასრულებდნენ და უცებ დარჩა მარტო. ცნობადობა აქვს, ღრმა წარსული ახსოვს, რაღაც თემებზე იცის ჩაციკვლა. სულ რაღაცას ეძებს.
გააცნობიერა რომ მამა აღარ არის, რაღაც მომენტებში ავიწყდება. სანამ მამა ცოცხალი იყო ვერ დავაჯერეთ რატომ არ მუშაობდა მამა.
რაც შეეხება მე ბევრი წლის წინ, მოვყევი მძიმე ავტოკატასტროფაში, სადაც ჩემი პირის აპარატი დაინგრა. კატასტროფული დაზიანებები მივიღე, 18 ნაკერი მადევს და აწყობილი ვარ მთლიანად. ყველაფერი ვცადე, მაგრამ ფილერის გარდა არაფერმა გაასწორა. ჩემი პირადი დისკომფორტი იყო და ამიტომ მე ჩემი ტუჩი გავიკეთე”, – განაცხადა თაკო აბაშიძემ.
წყარო: პრაიმტაიმი