„სამი ადამიანია დაღუპული“ - შემზარავი ავარიის ახალი დეტალები - bbcnews.ge

„სამი ადამიანია დაღუპული“ – შემზარავი ავარიის ახალი დეტალები

11.02.2026

რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი