"კლინიკაში, სამზარეულოს ხერხიანი დანით მოხდა ორივე ხელის გადაჭრა" - ვინ არის ექიმი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, მისი უფლებადამცველი პირველ კომენტარს აკეთებს - bbcnews.ge

“კლინიკაში, სამზარეულოს ხერხიანი დანით მოხდა ორივე ხელის გადაჭრა” – ვინ არის ექიმი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, მისი უფლებადამცველი პირველ კომენტარს აკეთებს

10.02.2026

გუშინ, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა ქალ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დავა კლი­ნი­კის მე­სა­კუთ­რე­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის.

კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, კახა ნუ­რა­ლი­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, ბრალ­დე­ბებს “უნი­ჭო პრო­ვო­კა­ცი­ას“ უწო­დებს.

ექიმი ქალი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა ინდირა კოპალეიშვილია. როგორც მისი უფლებადამცველი, იოსებ კენჭაძე “პალიტრავიდეოსთან” ამბობს, მისი დაცვისქვეშ მყოფი მუდიმივად იმყოფებოდა შანტაჟისა და მუქარის ქვეშ.

“გუშინ,რაც მოხდა ეს იყოს აისბერგის ბოლო წვერო, თუმცა მანამდე მას წინ უძღოდა სხვა შესაძლო, სისხლის სამართლებრივი დარღვევები, დირექტორის მხრიდან. სხვა შესაძლო დარღვევებზე დღეს, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. ეს იყოს იმის შედეგი, რაც ხდებოდა მანამდე,” – ამბობს ადვოკატი.

რეკლამა
რეკლამის ადგილი