“ყველა გზას მიმართა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გაფუჭებულიყო…” – სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილმა ჟურნალ “სარკესთან” იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რაც მისი და მისი მეუღლის ოჯახის დანგრევას მოჰყვა. წყვილს 15 წლიანი ქორწინება და ორი შვილი აკავშირებს.
– ვერ ვიტყვი რომ მარტივად გადავიტანე ის ყველაფერი რაც ჩემს თავს მოხდა. მაქსიმალურად ვეცადე ახლობლებს არ ენერვიულათ. თუმცა ამდენი თვის შემდეგაც კი ვერ ვიტყვი რომ ყველა ნეგატივისგან გავთავისუფლდი. ვცდილობ ახალ ცხოვრებას და ახალ რეალობას შევეგუო.
– პატიების და შერიგების არანაირი შანსი არ იყო?
– ამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ჩვენ კიდევ ერთად ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა ამას თუ ცხოვრება ჰქვია. მაგრამ მივხვდი არ შემიძლია ამ ყველაფერთან შეგუება. 43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი შვილები არიან, რომლებმაც არ უნდა დაინახონ რომ ვარ ცუდად, მაქვს მაღალი წნევა…
– ანუ სტრესმა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია?
– კი, რაც არასდროს მაწუხებდა ყველაფერმა შემაწუხა. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა ჩემს თავს, ერთი თვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი. სოციალურ ქსელში ვერ შევდიოდი, ცუდად ვიყავი. ამ ყველაფერს ამძიმებდა ის ფაქტორი, რომ მეორე მხარე არ ჩერდებოდა, მაბულინგებდა. მეგობრებთანაც კი არ ვსაუბრობდი, იმიტომ რომ როგორც კი ამტემაზე ვიწყებდი საუბარს, ჩემი თავიც კი მეზიზღებოდა. დამეწყო გულის პრობლემები, საშინელი წნევა, გარეთ გასვლის შიში. ყველაზე საშინელი კი ის იყო, სულ მეტირებოდა და არასოდეს ვტიროდი.
– ამ ყველაფრის შემდეგ შეინარჩუნეთ ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა?
– ყველაფერი დასრულებულია და ყველაზე მეტად რაც მტკივა, ის არის რომ ჩვენს შორის მეგობრობაც დასრულდა. ჩვენს შორის დიდი ადგილი ეკავა მეგობრობას, მაგრამ დღეს ესეც დამთავრდა.
– მაინც რას ფიქრობთ რამ შეიწირა ეს დიდი სიყვარული და მეგობრობა?
– შეიწირა ვიღაცის საშინელმა საწადელმა დაესაკუთრებინა სხვისი ქმარი. ყველა გზას მიმართა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გაფუჭებულიყო.
– ოჯახის დანგრევის შემდეგ მოგიწიათ სახლიდან წასვლა რომელსაც ერთად აშენებდით?
– მე და ჩემი შვილები სახლიდან არ წამოვსულვართ. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ, მესამე მხარემ ბავშვებს გააგებინა ყველაფერი. ჩემს შვილებს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოთ და აღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი ბავშვები ქვეყნიდან გამეყვანა. ხუთი თვე ვცხოვრობდით საზღვარგარეთ. ამ ნაბიჯმა ძალიან გაამართლა, ექიმების დახმარების გარეშე, ჩემი შვილები მდგომარეობიდან გამოვიყვანე. ის სახლი სადაც ვცხოვრობდით, ისევ ჩვენია, მაგრამ რადგან წავედით გავაქირავე.