“უდიდესი ტკივილია… არ მჯერა, სიცოცხლის მოყვარული და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული იყო” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ექიმი რუსუდან მდივანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას კოლეგას, რუსუდან (რუსო) მდივანს.
მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი პროფესიული საზოგადოებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ბედნიერება გვქონდა მასთან, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ურთიერთობის.
რუსო გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი. მისი ღვაწლი და დამოკიდებულება მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც მას იცნობდა და აფასებდა“, – ნათქვამია სადაზღვევო კომპანია “ვაიზერის” მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.
როგორც რუსუდან მდივანის ახლობელები ამბობენ, ის მძმე სენს ებრძდა.
“არ მჯერა, სიცოცხლის მოყვარული და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული რუსო…
ონკოლოგია… გერმანიაში ჩაიტარა ოპერაცია, მაგრამ ბედისწერას ვერსად გაექცა….
ვერაფრით ვიჯერებ, რამხელა სიკეთეს გასცემდა..
რა რთულია, რომ 7 წელი ერთად ვიყავით… წლები ერთად გავატარეთ… და…..უცებ ასეთი რამე….რა რთულად აღსაქმელი და გასააზრებელია…
აუ, როგორი იმედი მქონდა, რომ დაძლევდა. ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს…
ზოგჯერ რა უსამართლოა ცხოვრება, ძალიან დამენანა…
ასეთი ადამიანები აკლდება არა მარტო ოჯახს, არამედ ყველას, ვისაც მცირე დროით მაინც ჰქონია მასთან ურთიერთობა. უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს და ოჯახს გამძლეობა მისცეს…
მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხება რუსუდან ექიმთან და ამ ერთ ნახვაშიც შეძლო რომ განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პაციენტზე ზრუნვით დამამახსოვრა თავი… ძალიან დამწყდა გული…
უდიდესი ტკივილია, ასეთი მშვენიერი იქნები სულ ჩემს გულში…” – წერენ გარდაცვლილი ექიმის ახლობლები სოციალურ ქსელში.