"თანამშრომელმა დამირეკა, რომ ექიმმა ვენები გადაიჭრაო... ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია... " - რას ამბობს ქუთაისში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რ ინ­ცი­დენ­ტზე კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი? - bbcnews.ge

“თანამშრომელმა დამირეკა, რომ ექიმმა ვენები გადაიჭრაო… ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია… ” – რას ამბობს ქუთაისში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რ ინ­ცი­დენ­ტზე კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი?

09.02.2026

ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა ქალ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დავა კლი­ნი­კის მე­სა­კუთ­რე­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის.

მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კის 33%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და კლი­ნი­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­კუ­თა­რი აშე­ნე­ბუ­ლი კლი­ნი­კი­დან ატი­რე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვეს.

– მა­რი­ამ, რა ხდე­ბო­და კლი­ნი­კა­ში დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენ­ტამ­დე?

– კლი­ნი­კა­ში არის გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე თა­ვად, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან დი­რექ­ტო­რი, კახა ნუ­რა­ლი­ძე, ისეთ პი­რო­ბებ­ში მა­ყე­ნებ­და, რომ გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ, ატი­რე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი იქი­დან. მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან, რა­საც ახლა ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლო იძი­ებს.

მე­უბ­ნე­ბო­და, – მერე რა, რომ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხარ, აქ შენი საქ­მე არა­ფე­რი­აო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლა ამიკ­რძა­ლა და თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, – ვინც მა­რი­ამს ოთახ­ში შე­მო­უშ­ვებთ, ყვე­ლას სამ­სა­ხუ­რი­დან მოგხსნი­თო. ამის ჩა­ნა­წე­რე­ბი მაქვს.

ვყავ­დი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­ში. პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბო­და, – “ენა ტლი­კი­ნა ხარო“. ზო­გა­დად, ექი­მე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში შეს­ვლა ამიკ­რძა­ლა. მერე თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, რომ, ვინც მა­რი­ამს თქვენს ოთახ­ში შე­მო­უშ­ვებთ, ყვე­ლას მოგხსნით სამ­სა­ხუ­რე­ბი­და­ნო. და რა თქმა უნდა, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ყვე­ლა­ფე­რი მაქვს, იმი­ტომ რომ სხვა გზა არ იყო, რომ არ ჩა­მე­წე­რა.

29 ივ­ნისს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ურპრი­ზი მო­მი­წყვეს, ტორ­ტი და ყვა­ვი­ლე­ბი მო­მი­ტა­ნეს. ამ დროს შე­მო­ვი­და დი­რექ­ტო­რი, ვი­თომ სა­დღეგ­რძე­ლოს თქმა და­ა­პი­რა და მკი­თხა: “რამ­დე­ნი წლის გახ­დიო?“. ვუ­პა­სუ­ხე – 33-ის-მეთ­ქი. “უი, ქრის­ტეს ასაკ­ში ყო­ფილ­ხარ და ფრთხი­ლად იყა­ვი, ჯვარ­ზე არ გა­გაკ­რა­თო“, – მი­თხრა ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით. ეს იყო ბოლო წვე­თი. ამის შემ­დეგ იქ ვე­ღარ გავ­ჩერ­დი.

ჩემი ქმა­რი იყო ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ამ კლი­ნი­კის, შოთა მა­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც თა­ვად არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია, იმი­ტომ რომ შოთა არის სა­პყრო­ბი­ლე­ში – ქრთა­მის გა­ცე­მის მუხ­ლით აქვს ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

– ექიმ­ზე, რო­მელ­მაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, რას გვე­ტყვით? ჰქონ­და თუ არა მას თქვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ინ­ცი­დენ­ტამ­დე?

– კი, ინ­ცი­დენ­ტამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღით ადრე და­მი­რე­კა კი­ვი­ლით: “აქა­უ­რო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხარ და მიშ­ვე­ლეთ, ამ კაცს მი­ხე­დეთ, აღარ შე­მიძ­ლია, თავს მო­მაკ­ვლე­ვი­ნებ­სო!“. ის ყვე­ლას ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებს. სა­თი­თა­ოდ ჰყავს ყვე­ლა კა­ბი­ნეტ­ში და­ნა­ბა­რე­ბი და ეუბ­ნე­ბა – აქ ორი მხა­რეა, თუ ჩემს მხა­რეს არ დად­გე­ბით, ყვე­ლას გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­თო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემს პოს­ტებ­ზე “ლა­ი­ქის“ და­წე­რა­საც კი უშ­ლი­და თა­ნამ­შრომ­ლებს. ვი­საც და­ლა­ი­ქე­ბუ­ლი ჰქონ­და, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. განაგრძეთ კითხვა>>>

რეკლამა
რეკლამის ადგილი